ევროკავშირის შრომის ბაზარზე დაშვების წინაპირობები და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება
საკვანძო სიტყვები:
ევროკავშირის შრომის ბაზარი, ასოცირების შესახებ შეთანხმებაანოტაცია
გადაადგილების თავისუფლება არის უფლება, რომელიც ყველა ეკუთვნის ევროკავშირის ყველა მოქალაქეს და არის ევროკავშირის თავისუფლების ოთხი ფუნდამენტური პრინციპიდან ერთ-ერთი. ევროკავშირის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება თავისუფლად გადაადგილდეს ევროკავშირის ფარგლებში და ცხოვრობდეს ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოში. ეს უფლება გარანტირებულია ევროკავშირის ხელშეკრულების მე-18 მუხლით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება არეგულირებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მოძრაობის საკითხებს. კერძოდ, შეეხება მხარეების მიერ გატარებულ ზომებს მათ ტერიტორიებზე ძირითადი პერსონალის, სტაჟიორების, ბიზნესის გამყიდველების, საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლების და დამოუკიდებელი პროფესიონალების შესვლასთან და დროებით ყოფნასთან დაკავშირებით. ასევე, მხარეებმა უნდა დართონ ნება მათ ტერიტორიაზე მეორე მხარის დამოუკიდებელ პროფესიონალებს მომსახურების მიწოდებაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, „სიღარიბის მიგრაციის“ შეჩერება ან აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით. ასოცირების შესახებ შეთანხმება უზრუნველყოფს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას. იგი ითვალისწინებს სავაჭრო ბარიერების გაუქმებას და კანონმდებლობის დაახლოებას. ყოველივე ამან კი საქართველოში სათანადო წინაპირობები უნდა შექმნას ევროკავშირის შრომის ბაზრის უფრო მეტად გახსნისთვის.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .