უწყვეტი სამედიცინო განათლების პრობლემატიკა და მნიშვნელობა საქართველოში

ავტორები

  • გიორგი ბერია კავკასიის უნივერსიტეტი
  • ვახტანგ სურგულაძე კავკასიის უნივერსიტეტი
  • თეა გიორგაძე კავკასიის უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

უწყვეტი სამედიცინო განათლება, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია, სამედიცინო მომსახურების ხარისხი

ანოტაცია

უწყვეტი სამედიცინო განათლება ექიმთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ნაწილია და ითვალისწინებს პერსონალის მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლებას, მისი კომპეტენციის შემოწმების ეფექტური სისტემის არსებობას. საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლება როგორც სისტემა არ ფუნქციონირებს. ნაშრომის მიზანია დაადგინოს პირდაპირი კავშირი უწყვეტი სამედიცინო განათლების ეფექტურობასა და სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხს შორის, საქართველოში არსებული ნებაყოფლობითი უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის, მისი ნაკლოვანებების, კანონდებლობის დონეზე არსებული შეუსაბამობების და განვითარების პრესპექტივების ანალიზი. მეთოდოლოგია. განხორციელდა უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართ ექიმების ცოდნადამოკიდებულების შესწავლა რაოდენობრივი მეთოდით და დამსაქმებლების (სამედიცინო დაწესებულების დირექტორების) ხარისხობრივ კვლევა ე.წ. „დელფის მეთოდით“. შედეგები და დისკუსია. საქართველოში მწვავედ დგას უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული გნვითარების სისტემების შექმნის აუცილებლობა. კვლევებმა გამოაჩნია სამედიცინო პერსონალის მზაობა, ჩაერთოს ამ პროცესში. კვლევამ ნათლად გამოავლინა პირდაპირი კორელაცია პაციენტის უსაფრთხოებას, სერვისების ხარისხსა და უწყვეტი სამედიცინო განათლებას შორის. დასკვნა. ქვეყანაში უნდა მოხდეს სისტემური განახლება და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა. საჭიროა ჰოსპიტალის აკრედიტაციის სტანდარტების შემუშავება და ამ მხრივ საუკეთესო უცხოური გამოცდილების გამოყენება. აკრედიტაცია დადებით და ნაყოფიერ ნიადაგს შეუქმნის უწყვეტი სამედიცინო განათლების ეფექტურ ფუნქციონირებას. აუცილებელია ექიმთა რეიტინგების სისტემის შექმნა, რომელიც დაემყარება უწყვეტი სამედიცინო განათლების საერთაშირისო კლასიფიკატორებს.

ავტორის ბიოგრაფიები

გიორგი ბერია, კავკასიის უნივერსიტეტი

მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა

ვახტანგ სურგულაძე, კავკასიის უნივერსიტეტი

მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა

თეა გიორგაძე, კავკასიის უნივერსიტეტი

მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-01-16

როგორ უნდა ციტირება

ბერია გ., სურგულაძე ვ., & გიორგაძე თ. (2020). უწყვეტი სამედიცინო განათლების პრობლემატიკა და მნიშვნელობა საქართველოში . ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 4, 24–47. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6082

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა