კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოება ევროკავშირის პოლიტიკაში: თანამედროვე გამოწვევები და დაცვის მექანიზმები

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, კულტურული იდენტობა, მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტი, ადამიანის უსაფრთხოება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ევროკავშირის პოლიტიკა, კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოება, კულტურული მემკვიდრეობა

ანოტაცია

შესავალი: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური კრიზისების, ოკუპაციის, ტერორიზმის, უკანონო არქეოლოგიური გათხრებისა და კულტურული ფასეულობებით უკანონო ვაჭრობის პირობებში. კულტურული მემკვიდრეობის განადგურება ან დაზიანება მხოლოდ კულტურული დანაკარგი არ არის. იგი დაკავშირებულია საზოგადოების ისტორიულ მეხსიერებასთან, ეროვნულ და კულტურულ იდენტობასთან, სოციალურ მდგრადობასა და ადამიანის უსაფრთხოებასთან. შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოება სულ უფრო მეტად განიხილება როგორც კულტურული პოლიტიკის, უსაფრთხოების პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ურთიერთდაკავშირებული სფერო. მოხსენების მიზანია კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოების საკითხების შესწავლა ევროკავშირის პოლიტიკის კონტექსტში. მოხსენებაში გაანალიზებულია ის ძირითადი მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ევროკავშირი ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და რისკების პრევენციას. მეთოდები. კვლევა ეფუძნება ევროკავშირის შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების, საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოსა და სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტეგრირებას ევროკავშირის პოლიტიკის ოთხ სფეროში: საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, საერთაშორისო ჰუმანიტარულ თანამშრომლობაში, კრიზისების მართვასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგში. შედეგები. ანალიზი გამოკვეთს ევროკავშირის საქმიანობის რამდენიმე ძირითად მიმართულებას. ესენია: შეიარაღებული კონფლიქტებისა და კრიზისების შედეგად კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების პრევენცია და კულტურული ფასეულობების უკანონო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე: კულტურული ობიექტების დოკუმენტირება, მათი ციფრული დაცვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში. მის დაცვას შეუძლია ხელი შეუწყოს დიალოგს, ურთიერთგაგებასა და საზოგადოების სოციალური კავშირების შენარჩუნებას. ამ სფეროში ევროკავშირის პოლიტიკა მნიშვნელოვანია ევროპის სამეზობლო სივრცისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვისაც. იგი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი კონფლიქტითა და ოკუპაციით გამოწვეული საფრთხეების წინაშე დგას (აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი). კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ევროკავშირის თანამედროვე მიდგომაში კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოება თანდათან სცდება კულტურის სფეროს ვიწრო ჩარჩოს. იგი იძენს ადამიანის უსაფრთხოების, მშვიდობის მშენებლობის, სოციალური მდგრადობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განზომილებას. დასკვნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა შეიძლება განიხილებოდეს როგორც ევროკავშირის როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. მისი ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო თანამშრომლობაზე, პრევენციულ პოლიტიკასა და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობაზე. საქართველოსთვის ევროკავშირის გამოცდილება შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მნიშვნელოვანი რესურსი შემდეგი მიმართულებებით: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მონიტორინგი და დოკუმენტირება; ციფრული არქივის შექმნა; საერთაშორისო თანამშრომლობა; კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების პრევენცია.

ლიტერატურა / წყაროების მითითება

Convention for the Protection of Cultural Property in the Event of Armed Conflict with Regulations for the Execution of the Convention, May 14, 1954, 249 U.N.T.S. 240. https://www.unesco.org/en/legal-affairs/convention-protection-cultural-property-event-armed-conflict-regulations-execution-convention

Council of the European Union. (2015, March 16). Council conclusions on the EU regional strategy for Syria and Iraq as well as the ISIL/Da’esh threat. https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2015/03/16/council-conclusions-eu-regional-strategy-for-syria-and-iraq-as-well-as-the-isil-daesh-threat/pdf

Council of the European Union. (2021, June 21). Council conclusions on EU approach to cultural heritage in conflicts and crises. https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2021/06/21/council-approves-conclusions-recognising-the-key-role-of-cultural-heritage-in-promoting-peace-democracy-and-sustainable-development/

Decision (EU) 2017/864 of the European Parliament and of the Council of 17 May 2017 on a European Year of Cultural Heritage (2018), 2017 O.J. (L 131) 1. https://eur-lex.europa.eu/eli/dec/2017/864/oj/eng

EU calls Russia’s Abkhazia, South Ossetia moves illegal 18 years after Georgia war. (2026, August 10). The Brussels Times. https://www.brusselstimes.com/2265627/eu-calls-russias-abkhazia-south-ossetia-moves-illegal-18-years-after-georgia-war

European Commission. (2014, July 22). Towards an integrated approach to cultural heritage for Europe (COM(2014) 477 final). https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX:52014DC0477

European Commission. (2018, May 22). A new European agenda for culture (COM(2018) 267 final). https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX:52018DC0267

European Commission. (2022, December 13). EU action plan against trafficking in cultural goods (COM(2022) 800 final). https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX:52022DC0800

European External Action Service. (2021, June 18). Concept on cultural heritage in conflicts and crises: A component for peace and security in European Union’s external action (ST 9962/21). https://data.consilium.europa.eu/doc/document/ST-9962-2021-INIT/en/pdf

Regulation (EU) 2019/880 of the European Parliament and of the Council of 17 April 2019 on the introduction and the import of cultural goods, 2019 O.J. (L 151) 1. https://eur-lex.europa.eu/eli/reg/2019/880/oj/eng

Second Protocol to the Hague Convention of 1954 for the Protection of Cultural Property in the Event of Armed Conflict, March 26, 1999, 2253 U.N.T.S. 172. https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000233268

Treaty on the Functioning of the European Union (Consolidated version), art. 167, 2012 O.J. (C 326) 47. https://eur-lex.europa.eu/eli/treaty/tfeu_2012/art_167/oj/eng

UNESCO. (n.d.). Georgia: Conventions. https://www.unesco.org/en/countries/ge/conventions

გამოქვეყნებული

2026-11-26

ციტირების წესი

ახალაძე ლ. (2026). კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოება ევროკავშირის პოლიტიკაში: თანამედროვე გამოწვევები და დაცვის მექანიზმები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 10((დამატება / Supplement). Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/12447

მსგავსი სტატიები

Showing 31-40 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.