თანამედროვე აფხაზეთი: საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ევროპული ღირებულებები და მდგრადი მშვიდობის პერსპექტივები

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

აფხაზეთი, რეგიონული უსაფრთხოება, ევროპული უსაფრთხოება, ევროკავშირი, ევროპული ღირებულებები, საზოგადოებრივი აზრის კვლევა

ანოტაცია

შესავალი. შესავალი. წინამდებარე კვლევის მიზანია თანამედროვე აფხაზეთის წინაშე არსებული სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გამოწვევების კომპლექსური შესწავლა. კვლევა ასევე მიზნად ისახავს ამ გამოწვევების საზოგადოებრივი აღქმის გაანალიზებას და იმ რისკებისა და საფრთხეების შეფასებას, რომლებსაც ისინი რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში წარმოშობს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანის უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებების დაცვას, კულტურული და სამოქალაქო იდენტობის შენარჩუნებას, სოციალურ კეთილდღეობასა და მდგრად მშვიდობას შორის არსებულ ურთიერთკავშირს. კვლევის აქტუალობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ აფხაზეთის მოუგვარებელი კონფლიქტი კვლავ წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. თანამედროვე გეოპოლიტიკური და რეგიონული პროცესების ფონზე, კონფლიქტის გააზრება და ანალიზი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ტერიტორიული სტატუსის საკითხით. იგი მოიცავს ურთიერთდაკავშირებულ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ განზომილებებს, რომელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება: სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს; პოლიტიკური ინსტიტუტების ფუნქციონირებას; ადამიანის უფლებებსა და კულტურულ იდენტობას; ეთნიკურთაშორის ურთიერთობებს; დემოგრაფიულ ცვლილებებს და მიგრაციას; განათლებას;ადამიანის უსაფრთხოებას; გარე პოლიტიკურ გავლენას. მეთოდოლოგია. კვლევის ემპირიულ საფუძველს წარმოადგენს ავტორის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა. მისი შედეგები რეგიონში არსებული ვითარების ანალიზის საშუალებას იძლევა უშუალოდ აფხაზეთის მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და შეფასებების საფუძველზე. შედეგები. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ანალიზისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ პრობლემებს, რომლებიც უშუალოდ აისახება აფხაზეთის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. კვლევამ გამოავლინა რიგი პრობლემებისა, რომლებიც აფხაზეთში ხანგრძლივ კრიზისზე მიუთითებს, მათ შორის: ხმის მიცემის უფლებისა და საკუთრების უფლების ჩამორთმევა; მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა; მშობლიურ (ქართულ) ენაზე საუბრის უფლების შეზღუდვა; მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების უფლების შეზღუდვა; ჯანმრთელობის დაცვის უფლების დარღვევა; სამეწარმეო საქმიანობის მინიმუმამდე დაყვანა; მდინარე ენგურის გადაკვეთით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილების სირთულეები; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, განსაკუთრებით ქრისტიანული სალოცავების, სახეცვლა და რეკონსტრუქცია, და სხვ. ბოლო წლების მოვლენები ცხადყოფს, რომ ეკონომიკური დამოკიდებულება და რუსეთის გავლენის საკითხი კვლავ რჩება აფხაზეთის შიდაპოლიტიკური დებატების ერთ-ერთ მთავარ საგნად, განსაკუთრებით ქართულ მოსახლეობაში. დასკვნა. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ აფხაზეთში მდგრადი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ პოლიტიკური სტატუსის საკითხის გადაწყვეტით შეუძლებელია. გალის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, ისევე როგორც ოჩამჩირისა და ტყვარჩელის მუნიციპალიტეტების ნაწილის მოსახლეობის, უფლებააყრილი მდგომარეობა ვერ იქნება მშვიდობის მდგრადი განვითარების საფუძველი ვერც აფხაზეთში და ვერც რეგიონში. შესაბამისად, კვლევა აფხაზეთის კონფლიქტის ანალიზში ოთხ პერსპექტივას აერთიანებს: საზოგადოებრივ აზრს, ადამიანის უსაფრთხოებას, კონფლიქტის ტრანსფორმაციასა და რეგიონულ უსაფრთხოებას. კვლევის სამეცნიერო მნიშვნელობა ორ ასპექტს მოიცავს. პირველი, იგი აფასებს აფხაზეთში არსებულ თანამედროვე ვითარებას საზოგადოებრივი აზრის ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით. მეორე, იგი ამ მონაცემებს განმარტავს შედარებით ჩარჩოში, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და უფრო ფართო საერთაშორისო კონტექსტს მოიცავს. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთოს კონფლიქტის შენარჩუნების ხელშემწყობი ფაქტორები. ამავდროულად, იგი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული სფეროები, რომელთა გაძლიერებამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის საფუძვლების ჩამოყალიბებას.

ლიტერატურა / წყაროების მითითება

Ardashelia, O. (2025). Social Reception of Peace Policy in Abkhazia, Proceedings of Sukhumi State University, Vol. XXII: 264–277 (In Georgian, with an English abstract). Available at the link: DOI: https://doi.org/10.52340/sou.2025.21.21

Ardashelia, O. (2025) The Georgian Population of Occupied Abkhazia and Peace Initiatives. Sociological Studios, 1(26), 6–11. https://doi.org/10.29038/2306-3971-2025-01-11-11 available at the link: https://sociostudios.knu.ua/index.php/socio/en/article/view/409/310

Healthcare Guide. (2013). Guide to State Healthcare Programs (In Georgian). available at the link: https://georgiaembassyusa.org/wp-conten¬t/uploads/2¬021/03/Da¬narti-02¬.pd¬f

European Court of Human Rights. (2021). Georgia v. Russia (II) [GC], no. 38263/08, 21 January 2021. available at the link: https://ks.echr.coe.int/documents/d/echr-ks/key-cases-2021-eng

European Court of Human Rights. (2024). Taganova and Others v. Georgia and Russia. Judgment, 17 December 2024. available at the link: https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-238515%22]}

European Court of Human Rights. (2026). Guide on the Case-Law of the Convention – Minority Rights. available at the link:: https://ks.echr.coe.int/documents/d/echr-ks/guide_minority_rights_eng

European Union. (2025). EU Statement on the Secretary General’s Thirty-First Consolidated Report on the Conflict in Georgia. 30 April 2025. available at the link: https://www.eeas.europa.eu/delegations/council-europe/1527th-meeting-committee-ministers-30-april-2025-eu-statement-secretary-general%E2%80%99s-thirty-first_en

European Union. (2025). EU Statement on the Secretary General’s Thirty-Second Consolidated Report on the Conflict in Georgia. 17 November 2025. available at the link: https://www.eeas.europa.eu/delegations/council-europe/eu-statement-secretary-generals-thirty-second-consolidated-report-conflict-georgia_en

Galtung, J. (1969). Violence, Peace, and Peace Research. Journal of Peace Research 6 (3): 167–191. available at the link: https://www2.kobe-u.ac.jp/~¬alexroni/IPD%20¬2015%20reading¬s/IP-D%202015_2/Galtun¬g_¬Vio¬lence,%20Peace,%20and%20Peace%20Research.pdf

UNDP. (1994). Human Development Report 1994: New Dimensions of Human Security. New York: Oxford University Press. available at the link:: https://hdr.u¬ndp.org/¬system/files/¬docum-ents/hdr1¬994enco¬mplet¬enostats.pdf

UNDP Georgia. 2024–2028: Human Rights for All – Phase 3. European Union–United Nations joint initiative implemented by UNDP and OHCHR. available at the link: https://www.undp.org/georgia/projects/human-rights-3

UNDP Georgia. (2026). EU4Dialogue: Call for Proposals. 5 June 2026. available at the link: https://www.undp.org/georgia/projects/eu4dialogue

გამოქვეყნებული

2026-11-20

ციტირების წესი

არდაშელია ო. (2026). თანამედროვე აფხაზეთი: საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ევროპული ღირებულებები და მდგრადი მშვიდობის პერსპექტივები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 10((დამატება / Supplement). Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/12437

მსგავსი სტატიები

Showing 21-30 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.