საკუთარი თავის შედარება ინტერნეტში: სოციალური მედიის როლის კვლევა თვითაღქმაში

ავტორები

  • გიორგი მამნიაშვილი ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი
  • სოფიო ლაფერაშვილი ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/healthecosoc.2026.10.02.12

საკვანძო სიტყვები:

ციფრული კეთილდღეობა, სოციალური შედარების თეორია, თვითაღქმა, სხეულის იმიჯი, სოციალური მედია

ანოტაცია

შესავალი: სოციალური მედია ცენტრალურ როლს ასრულებს ახალგაზრდების მიერ საკუთარი გარეგნობის შეფასებაში. გარეგნობაზე ორიენტირებული კონტენტის მოხმარება პირდაპირ უკავშირდება სხეულით უკმაყოფილებასა და დაბალ თვითშეფასებას. წინამდებარე კვლევა შეისწავლის სოციალური მედიის გამოყენების კავშირს სხეულის იმიჯსა და თვითაღქმასთან ქართველ ახალგაზრდებში. მეთოდოლოგია: კვლევა განხორციელდა ორეტაპიანი, შერეული მიდგომით. პირველ ეტაპზე ჩატარდა შვიდი ნახევრად სტრუქტურირებული თვისებრივი ინტერვიუ (ხუთი მომხმარებელი, ერთი ინფლუენსერი და ერთი ფსიქოლოგი), რომლებიც თემატურად დამუშავდა MAXQDA-ში. მეორე ეტაპზე, შემუშავებული რაოდენობრივი კითხვარი (Google Forms/SPSS) შეავსო საქართველოში მცხოვრებმა 120-მა აქტიურმა მომხმარებელმა. შედეგები: თვისებრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ გარეგნობის შედარება, გაფილტრული თვითპრეზენტაცია და ონლაინ აღიარება სხეულის აღქმის ცვლილების მთავარი დრაივერებია (ქალებში უფრო მაღალი ემოციური ინტენსივობით). რაოდენობრივმა მონაცემებმა ეს ტენდენციები დაადასტურა: რესპონდენტთა 78%-ს 18–28 წლის ახალგაზრდები და 78%-ს ქალები შეადგენდნენ. მონაწილეთა >75% დღეში 4 საათზე მეტს ატარებს სოციალურ ქსელებში, ძირითადად Instagram-სა (80%) და TikTok-ზე (69%). გამოკითხულთა 83% საკუთარ გარეგნობას სხვებს ადარებს, ხოლო 47%-ისთვის ეს გავლენას ახდენს სხეულით კმაყოფილებაზე. უკმაყოფილების მთავარ ტრიგერებად ფიტნეს-კონტენტი (44%) და ცნობილების/ინფლუენსერების პოსტები (42%) დასახელდა; 52% კი ხშირად ადარებს თავის ცხოვრებისეულ მიღწევებს სხვებისას. ამასთან, 43% პლატფორმების მოხმარების შემდეგ ნაკლებად თავდაჯერებულია, ხოლო ფოტოების რედაქტირებას შორის სხეულის ფორმების შეცვლამ (49%) ყველაზე დიდი გავლენა აჩვენა. პოზიტიური კუთხით, 56% თვალს ადევნებს „body-positive“ კონტენტს და 76% აღიარებს, რომ ციფრული შესვენება უუმჯობესებს მენტალურ მდგომარეობას, თუმცა ამას იშვიათად აკეთებენ. დასკვნა: სოციალურ მედიას გაზომვადი გავლენა აქვს ქართველი ახალგაზრდების სხეულის აღქმაზე. რადგან მხოლდ პრობლემის გაცნობიერება საკმარისი არ არის, ჯანსაღი ციფრული გარემოს შესაქმნელად აუცილებელია პლატფორმების დონის რეგულაციების, მედიაწიგნიერებისა და ინდივიდუალური გამკლავების სტრატეგიების კომბინირება.

ლიტერატურა / წყაროების მითითება

American Psychological Association. (2023). Reducing social media use significantly improves body image. Retrieved from https://www.apa.org/news/press/releases/2023/02/social-media-body-image

Cohen, R., Fardouly, J., Newton-John, T., & Slater, A. (2019). #BoPo on Instagram: An experimental investigation of the effects of viewing body positive content. New Media & Society, 21(7), 1546–1564.

Common Sense Media. (2023). Teens and mental health: How girls really feel about social media. Retrieved from https://www.commonsensemedia.org/research

Fardouly, J., Diedrichs, P. C., Vartanian, L. R., & Halliwell, E. (2015). Social comparisons on social media: The impact of Facebook on young women's body image concerns and mood. Body Image, 13, 38–45.

Fardouly, J., & Vartanian, L. R. (2024). Social media use and body image: A comprehensive review of recent findings. Body Image, 50, 102046. https://doi.org/10.1016/j.bodyim.2024.102046

Festinger, L. (1954). A theory of social comparison processes. Human Relations, 7(2), 117–140.

Fredrickson, B. L., & Roberts, T.-A. (1997). Objectification theory: Toward understanding women's lived experiences and mental health risks. Psychology of Women Quarterly, 21(2), 173–206.

Higgins, E. T. (1987). Self-discrepancy: A theory relating self and affect. Psychological Review, 94(3), 319–340.

Holland, G., & Tiggemann, M. (2023). Social media exposure and body dissatisfaction: New findings from experimental research. Appetite, 185, 106171. https://doi.org/10.1016/j.appet.2023.106171

Lapherashvili, S. (2025). How social media affects body image and self-perception [Research paper]. Faculty of Business and Technologies, Georgian National University SEU, Tbilisi.

National Body Confidence Coalition. (2023). How social media influences body image. Retrieved from https://nbcc.org/resources/nccs/newsletter/how-social-media-influences-body-image

Perloff, R. M. (2022). Social media use and body image disturbance: A revised theoretical perspective. Journal of Media Psychology, 34(1), 1–14. https://doi.org/10.1027/1864-1105/a000305

Pew Research Center. (2024, December 12). Teens, social media and technology 2024. Retrieved from https://www.pewresearch.org/internet/2024/04/15/teens-social-media-and-mental-health/

Tiggemann, M., & Zaccardo, M. (2023). The role of appearance comparison and self-objectification on social media. Psychology of Popular Media. https://doi.org/10.1037/ppm0000446

გამოქვეყნებული

2026-08-26

ციტირების წესი

მამნიაშვილი გ., & ლაფერაშვილი ს. (2026). საკუთარი თავის შედარება ინტერნეტში: სოციალური მედიის როლის კვლევა თვითაღქმაში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 10(2). https://doi.org/10.52340/healthecosoc.2026.10.02.12

მსგავსი სტატიები

Showing 41-50 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.