ლოგისტიკური სერვისების როლი საავადმყოფოს მართვაში
DOI:
https://doi.org/10.52340/healthecosoc.2024.08.02.01საკვანძო სიტყვები:
ეფექტური მენეჯმენტი, ოპტიმიზაცია, ჰოსპიტალური ლოგისტიკა, ჯანდაცვაანოტაცია
შესავალი: ჰოსპიტალური ლოგისტიკა სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და მოიცავს მარაგების, ნარჩენების, სამედიცინო და არასამედიცინო პროდუქციის მართვასა და სხვა მრავალ კომპლექსურ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, ლოგისტიკა ჰოსპიტალის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილია და გავლენას ახდენს, როგორც მომხმარებლის კმაყოფილებაზე, ისე დაწესებულების ხარჯეფექტურობაზე. ნაშრომის მიზანია საქართველოს საავადმყოფოებში ლოგისტიკური პროცესებისა და მართვის მიდგომების შესწავლა და არსებული გამოწვევების გამოვლენა. მეთოდოლოგია: თვისობრივი კვლევის ფარგლებში სამ სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა ლოგისტიკურ ოპერაციებში ჩართული ძირითადი პერსონალის სიღრმისეული გამოკითხვა. შედეგები: კვლევამ აჩვენა, რომ ჰოსპიტალის ლოგისტიკის ეფექტური მენეჯმენტი არის მრავალგანზომილებიანი პროცესი, რომელიც მოითხოვს მუდმივ გაუმჯობესებას, განვითარებად მოთხოვნებთან ადაპტაციას და ინოვაციური ტექნოლოგიებისა და პროცესების ინტეგრაციას. ლოგისტიკური ოპერაციების ოპტიმიზაციის გზით, ჯანდაცვის დაწესებულებებს შეუძლიათ რესურსების უფრო გონივრულად განაწილება, პაციენტის მოვლის ხარისხის გაძლიერება და საბოლოო ჯამში ჯანდაცვის სისტემის მთლიან მდგრადობასა და ეფექტურობაში წვლილის შეტანა. დასკვნა: რამდენადაც ჯანდაცვის სფერო აგრძელებს განვითარებას, რაც განპირობებულია ტექნოლოგიური მიღწევებით, დემოგრაფიული ცვლილებით და პაციენტების მხირდან გაზრდილი მოლოდინებით, ლოგისტიკის სტრატეგიული ინტეგრაცია დარჩება გადამწყვეტი კომპონენტი მაღალი ხარისხის, ხარჯეფექტური და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო სერვისების მიწოდებაში.
წყაროები
Božić, D. Š. (2022). Logistics in healthcare: a selected review of literature from 2010 to 2022,. In Transportation Research Procedia. 288-298.
Claro, D. (2002). The performance of material management in health care organizations. Health Planning and Management, 69-85.
de Vries, R. H. (2011). Supply chain management in health services: an overview. Supply Chain Management: An International Journal, 159-165.
Dobrzykowski, V. S.-C. (2014). A structured analysis of operations and supply chain management research in healthcare (1982–2011). International Journal of Production Economics, 514-530.
Doloresco, C. F. (2011). Projecting future drug expenditures-2011. American Journal of Health-System Pharmacy, 921-932.
Driss Serrou, A. A. (2015). Proposed an Approach for Measuring the Performance of Hospital Logistics . International Journal of Scientific Engineering and Technology (ISSN : 2277-1581) , 24-27.
Fakhimi, J. P. (2013). Operations research within UK healthcare: a review. Enterprise Information Management, 21-49.
Feibert, D. C. (2017). Improving Healthcare Logistics Processes. Denmark: Technical University of Denmark.
Gardeva, A. (2021, February 24). 4 challenges impacting the healthcare supply chain. Retrieved from IBM: https://www.ibm.com/blog/4-challenges-impacting-the-healthcare-supply-chain/
(2013). Health at Glance 2013. Paris: OECD Publishing.
Housley, C. E. (1978). Hospital materiel management. Germantown, Md. : Aspen Systems Corp.
Hulshof, N. K. (2013). Taxonomic classification of planning decisions in health care: a structured review of the state of the art in OR/MS. Health Systems, 129-175.
Jawab, Y. F. (2018). Hospital Logistics Activities. Proceedings of the International Conference on Industrial Engineering and Operations Management (pp. 1-10). Bandung, Indonesia: IEOM Society International.
Krešimir Buntak, M. K. (2019). IMPACT OF MEDICAL LOGISTICS ON THE QUALITY OF LIFE OF HEALTH CARE USERS. Proceeding on Healthcare Sciences, 1025-1032.
Rais, A. (2018). Optimization of logistics services in hospitals. International Transactions in Operational Research, 111-132.
Rais, V. (2011). Operations research in healthcare: a survey. International Transactions in Operational Research, 1-31.
Silve, B. (2008). Health logistics is a profession: improving the performance of health in developing countries. Field Actions Science Reports.
Tan Miller, M. J. (2020). Logistics Management - An Analytics-Based Approach. Business Expert Press.
Volland, A. F. (2017). Material logistics in hospitals: A literature review. Omega, 82-101.