კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემია და ფსიქიკური ჯანმრთელობა
საკვანძო სიტყვები:
კოგნიტური დარღვევები, კოვიდ-19, პანდემია, ფსიქიკური ჯანმრთელობაანოტაცია
კვლევის მიზანს წარმოადგენს COVID-19-ით გამოწვეული პანდემიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე გამოქვეყნებული სამეცნიერო წყაროების ნარატიული მიმოხილვა. ნაშრომში აღწერილია თუ რა სახის ზეგავლენას ახდენს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციური პროცესები და პანდემიასთან დაკავშირებული სტრესი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და უშუალოდ თავის ტვინზე, როგორც ფსიქიკის ანატომიურ სუბსტრატზე. სტატიაში განხილულია, თუ ვინ ხვდება რისკ-ჯგუფებში და რა ფაქტორების მედიაციით ხორცილდება კვლევებით დადგენილი ცვლილებების განვითარება. შეჯამების სახით, მოყვანილია სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფების მიერ, უკვე არსებული მონაცემების საფუძველზე, შემუშავებული რეკომენდაციები და იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა შესწავლა იქნებოდა სამომავლოდ მნიშვნელოვანი და სასარგებლო.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .