ინკლუზიური განათლების ხელისშემშლელი ფაქტორების კვლევა საქართველოს საჯარო სკოლებში

ავტორები

  • მარიკა გაჩეჩილაძე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სალომე აბულაშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ინკლუზიური საგანმანათლებლო მოდელი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ), ადაპტირებული გარემო

ანოტაცია

შესავალი. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების მოდელის სრულყოფილად დანერგვის ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირთა ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არ წარმოადგენს მარტივ პროცესს. მიუხედავად მდგომარეობის გამოსწორების აქტიური მცდელობისა, საზოგადოების ნაწილი მაინც არასაკმარის ინფორმაციას ფლობს ინკლუზიური განათლების მოდელთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ფიზიკურად არაადაპტირებული სკოლების დიდი რაოდენობა და შესაბამისი
სასწავლო მასალების არარსებობა. ინკლუზიური განათლების მოდელის დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის, განსაკუთრებით კი აკადემიური პერსონალისა და მშობლების აქტიური ჩართვა სასკოლო პროცესში. კვლევის მიზანია იმ პრობლემებისა და ბარიერების იდენტიფიკაცია, რომლებიც აქვთ საჯარო სკოლებში სსსმ მოსწავლეებს. ამავდროულად, კვლევის ინტერესის სფეროს წარმოადგენს იმ ხელისშემშლელი ფაქტორების შესწავლა, რომელიც ხელს უშლის მოსწავლეს მიიღოს სრულფასოვანი განათლება თავის თანატოლთან ერთად. მეთოდოლოგია. კვლევაში გამოყენებულია თვისებრივი კვლევის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა: სიღრმისეული ინტერვიუ, მეორეულ მონაცემთა ანალიზი. მიზანმიმართულად შეირჩა 8 რესპონდენტი: ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, მანდტურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგი, სკოლის პედაგოგები, ტიპიური განვითარების მქონე მოსწავლის მშობლები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელი. შედეგები. ინკლუზიური განათლების გარშემო არსებულ პრობლემათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ინკლუზიური განათლების მხრივ
ინფორმირებულობის დაბალი დონეა. მშობლები და მასწავლებლები ამ საკითხს ბოლომდე არ იცნობენ, არ ფლობენ სრულფასოვან ინფორმაციას მათი უფლებების და ვალდებულებების შესახებ, რის გამოც ხშირად მოქმედებენ არასწორად და ექმნებათ პრობლემები. მასწავლებლები და ზოგადად ამ სფეროში მომუშავე ადამიანები საჭიროებენ კვალიფიკაციის ამაღლებას. მეორე დიდ დაბრკოლებას
წარმოადგენს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის დამოკიდებულება. ასევე იკვეთება დამოკიდებულების პრობლემა მშობლებსა და სსმ მოსწავლეებს შორის. ხშირად მშობლებს არ სურთ მათმა შვილმა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლესთან ერთ კლასში ისწავლოს. რეკომენდაციები. მიზანშეწონილია დამატებითი ფინანსური და ადამიანური
რესურსების გამოყოფა საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფისათვის. აუცილებელია ადაპტირებული ფიზიკური გარემოს შექმნა უნივერსალური დიზაინის შესაბამისად. დამხმარე სპეციალისტების დაფინანსების საკითხის გადახედვა. ინფორმაციის დონის ასამაღლებლად და ინკლუზიური პრინციპების გასაცნობად საჭიროა გრძელვადიანი და ეფექტური ტრენინგების ჩატარება. ასევე,
მნიშვნელოვანია სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის და კომუნიკაციის გაუმჯობესება და სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დანერგვა საგანმანათლებლო სისტემაში. 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-02

როგორ უნდა ციტირება

გაჩეჩილაძე მ., & აბულაშვილი ს. (2019). ინკლუზიური განათლების ხელისშემშლელი ფაქტორების კვლევა საქართველოს საჯარო სკოლებში . ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 3. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6422

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა