ავტოსატრანსპორტო სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღება და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე: თბილისის შემთხვევა
საკვანძო სიტყვები:
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ავტომობილთა სავალდებულო ტექდათვალიერებაანოტაცია
შესავალი. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ჯანრმთელობისათვის საზიანო პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში ურბანული გარემოს ძირითადი დამაბინძურებელი ავტოტრანსპორტია. ამ პრობლემასთან საბრძოლველად 2018 წლიდან ეტაპობრივად შემოღებულ იქნა კანონი ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით. კვლევის მიზანია ავტომობილთა სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებასთან დაკავშირებით მოქალაქეების აზრის შესწავლა, თუ რამდენად და რა შემთხვევაში არიან თბილისში მცხოვრები გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების მომხმარებლები მზად, ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, დათმონ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტით მოძრაობა. მეთოდოლოგია. კვლევა ეყრდნობა 12 ჩაღრმავებულ ინტერვიუს და მოიცავდა შემდეგ სამ სეგმენტს: 1) მსუბუქი ავტომანქანის ტაქსისტი, საკუთარი გაუმართავი ავტოსატრატრანპორტო საშუალებით 2) ტექნიკრად გაუმართავი მსუბუქი ავტომობილის მომხმარებელი და 3) უტრანსპორტო მომხმარებელი, რომელსაც აქვს საშუალება იყიდოს მანქანა. შედეგები, დასკვნა. კვლევამ აჩვენა, რომ კანონის მაქსიმალურად ეფექტურად ამოქმედებისათვის საჭიროა: 1. მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი; 2. მოსახლეობის ინფორმირება, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საზიანო შედეგების შესახებ და გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების როლის შესახებ ჰაერის დაბინძურებაში; 3.დაწესდეს დაბალპროცენტიანი სესხი ან განვადება ახალი მანქანების შესაძენად ან გაუმართავი ავტომობილების შესაკეთებლად, მთავრობისა და ბანკების ხელშეწყობით. 4. დაწესდეს კონტროლი საწვავის ხარისხზე.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .