ნარკოტიკის მომხმარებელი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ბენეფიციართა ინფორმირებულობა და ქცევა

ავტორები

  • მარიამ ლიკლიკაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მარიამ ჯიბუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ანა პაპიაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თენგიზ ვერულავა ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტი

საკვანძო სიტყვები:

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა

ანოტაცია

კვლევის მიზანია საქართველოში 2015 წლიდან იმპლემენტირებული C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩართული კონკრეტული სარისკო ჯგუფის წარმომადგენელთა, კერძოდ ნარკოტიკის მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და ქცევითი პატერნების გამოვლენა. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ კვლევაში მონაწილე ყველა რესპონდენტი წარმოადგენს არასამთავრობო სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ ბენეფიციარებს, შესაბამისად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით გათვალისწინებულ სერვისებს იღებენ სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის ბაზაზე. მეთოდოლოგია. კვლევა ჩატარდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. საწყის ეტაპზე, მეორეული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული ნარკოტიკის მომხმარებელთა ზოგადი და დემოგრაფიული მაჩვენებლები, რამაც მოგვცა ინფორმაცია საკვლევი ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკური ფონის შესახებ. შედეგები. კვლევამ აჩვენა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ ნარკოტიკის მომხმარებელ ბენეფიციარებს ძირითადად წარმოადგენენ საშუალო ასაკის დაუსაქმებელი მამაკაცები, რომლებიც ხასიათდებიან დაუცველი სქესობრივი კავშირებისა და ინექციური საშუალებების გაზიარების ქცევითი პატერნებით. ორგანიზაციაში ტესტირებაზე მისულ საერთო მაჩვენებელს შორის ანტისხეულების გამოვლენის პროცენტული წილი შეადგენს 26.3%, ხოლო კონფირმაციის ტესტის შედეგების მიხედვით, გამოვლენის მაჩვენებელი 42.6% - ით განისაზღვრა. თვისებრივი კვლევის ეტაპზე ჩატარებული სამი ფოკუსჯგუფის საფუძველზე კი გამოვლინდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ძირითადი ბარიერები როგორც ზოგადი, ისე უშუალოდ ნარკომომხმარებელთა კონტექსტის გვათვალისწინებით. დასკვნა, რეკომენდაციები. გამოიკვეთა ოთხი ძირითადი პრობლება და რეკომენდაციები მათი გადაჭრის კუთხით: 1. ფინანსური ბარიერი - დიაგნოსტიკა უნდა იყოს უფასო; 2. გეოგრაფიული ბარიერი - საქართველოს მაშტაბით მინიმუმ რაიონულ ცენტრებში უნდა იყოს ერთი დაწესბულება, რომელიც იმუშავებს ერთი ფანჯრის პრინიპით; 3. საზოგადოების ინფორმირებულობა - იმ მითების დამსხვრევა, რომლებიც საფრხებს უქმნის ადამიანების ჩართვას პროგრამაში; 4. დეკრიმინალიზაცია - აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები მაღალი პრევალენტობის ჯგუფების სასარგებლოდ. რესპონდენტთა ამჟამინდელი ცოდნა ჰეპატიტის ვირუსის შესახებ დამაკმაყოფილებელია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათ ეს ცოდნა შეიძინეს მხოლოდ საკუთარი სტატუსის გარკვევისა და პროგრამაში ჩართვის შემდეგ.

ავტორის ბიოგრაფიები

მარიამ ლიკლიკაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მარიამ ჯიბუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ანა პაპიაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

თენგიზ ვერულავა, ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტი

მედიცინის დოქტორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-01-16

როგორ უნდა ციტირება

ლიკლიკაძე მ., ჯიბუტი მ., პაპიაშვილი ა., & ვერულავა თ. (2020). ნარკოტიკის მომხმარებელი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ბენეფიციართა ინფორმირებულობა და ქცევა . ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 4. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6172

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2 3 > >>