თამბაქოს მოხმარების დაწყების მიზეზები ახალგაზრდებში

ავტორები

  • დავით ნემსაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თენგიზ ვერულავა კავკასიის უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

თამბაქოს მოხმარება, ქცევა

ანოტაცია

თამბაქოს მოხმარებაზე გავლენას ახდენს სოციალური გარემო, განსაკუთრებით ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა განათლების და ინფორმირებულობის დონე, ახლო სოციალური წრე, მშობლების ქცევა, ოჯახის წევრთა მხარდაჭერა. კვლევის მიზანია იმ თვისებათა და ფაქტორთა გამოვლენა, რაც ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარების დაწყებას თინეიჯერობის ასაკში. მეთოდოლოგია. ჩატარდა თვისებრივი კვლევა, პირდაპირი გამოკითხვისა და ფოკუს-ჯგუფის სახით, არაშემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ ახალგაზრდებში. შედეგები. რესპონდენტების უმრავლესობა თამბაქოს მოხმარებას იწყებს არასრულწლოვან ასაკში. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია სამეგობრო წრის და ოჯახის გავლენა. თამბაქოს მოხმარების დაწყებისადმი გადამწყვეტი როლი ახლო სოციუმმა ითამაშა. ახალგაზრდებში უფრო დადებითად აღიქმება თამბაქოს მოხმარება ვიდრე უარყოფითად. რესპოდენტებმა თამბაქოს მოხმარება პირველად მეგობრებისა და კლასელების წრეში დაიწყო. იმისმიუხედავდ, რომ ახალგაზრდების ორგანიზმი უარყოფითად რეაგირებდა თამბაქოს მოხმარებაზე, ისინი ამ ქცევას მაინც აგრძელებდნენ. დისკუსია. ახალგაზრდები საკუთარი პიროვნული მომწიფების სადემონსტრაციოდ მოიხმარენ თამბაქოს, ამგვარი ქცევა სხვაზე ორიენტირებულია, მათთვის ახდენს იმის აფიშირებას, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი და ზრდასრული წევრები არიან, ემსახურება სხვათა მიმართ მათი ქცევითი, ნებითი თუ ვიზუალური მხარის დადებითი რეპუტაციის შექმნის მიზანს. დასკვნა. მიზანშეწონილია თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ღონისძიებების ხელშემწყობა. ამ მხრივ, მისასალმებელია საქართველოში „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ამოქმედება, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ, სასწავლო და სხვა სახის დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარებას და რეკლამირებას, ასევე სკოლებთან ახლოს თამბაქოს ნაწარმის გაიყიდვას.

ავტორის ბიოგრაფიები

დავით ნემსაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

თენგიზ ვერულავა, კავკასიის უნივერსიტეტი

მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-01-16

როგორ უნდა ციტირება

ნემსაძე დ., & ვერულავა თ. (2020). თამბაქოს მოხმარების დაწყების მიზეზები ახალგაზრდებში . ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 4, 7–15. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6080

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2 3 > >>