ამფეტამინის ტიპის სტიმულანტებთან ასოცირებული კარდიომიოპათია კლინიკური შემთხვევის განხილვა

ავტორები

  • თამაზ ხელაძე აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი https://orcid.org/0009-0007-4905-7760
  • ვაჩე შიოლაშვილი აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი
  • მარიამ ლომიძე აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი
  • ნანი გონჯილაშვილი აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი

საკვანძო სიტყვები:

მწვავე პარკუჭოვანი დისფუნქცია, კარდიომიოპათია, მეტამფეტამინი, ამფეტამინის მოხმარება

ანოტაცია

მსოფლიოში მეტამფეტამინისა და სხვა ამფეტამინის ტიპის სტიმულანტების მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, რაც იწვევს სიკვდილიანობისა და ავადობის მნიშვნელოვან ზრდას. ამფეტამინის ტიპის სტიმულანტებს შორის ყველაზე კარგად შესწავლილია მეტამფეტამინის ტოქსიკური ეფექტი ნევროლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა, პულმონურ და რენალურ ორგანოთა სისტემებზე. ამფეტამინის ქრონიკულმა მოხმარებამ გვაჩვენა, რომ ამ ნივთიერებებს გააჩნია პოტენციურად მნიშვნელოვანი კარდიოტოქსიკური ეფექტი, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის გაზრდილი ოქსიდაციური სტრესი, ჭარბი სიმპათიკური აქტივობა და პირდაპირი მიოკარდიული ტოქსიკური ეფექტი. მეტამფეტამინთან ასოცირებული კარდიომიოპათია და ამფეტამინის ტიპის სტიმულანტებთან ასოცირებული კარდიომიოპათია ორივე სახელწოდება მონაცველობით გამოიყენება ლიტერატურაში აღნიშნული კარდიოვასკულური დაავადების დახასიათებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ამჟამად ზუსტად განსაზღვრული არ არის, ის უნდა მოვიაზროთ როგორც შეძენილი კარდიოვასკულური დაავადება, რომელიც ხასიათდება ამფეტამინთან ექსპოზიციის დროს სხვა მხრივ ამოუხსნელი კარდიომიოპათიით. ნაშრომში წარმოდგენილია 24 წლის მამაკაცის კლინიკური შემთხვევა, რომელმაც საავადმყოფოს მიმართა სუნთქვის უკმარისობით. ის ანამნეზში აღნიშნავდა სხვადასხვა ამფეტამინის ტიპის სტიმულანტის მოხმარებას. პაციენტს ჰოსპიტალიზაციისას აღენიშნა მეტამფეტამინთან ასოცირებული კარდიომიოპათიით/ ამფეტამინის ტიპის სტიმულანტებთან ასოცირებული კარდიომიოპათიით გამოწვეული მწვავე პარკუჭოვანი დისფუნქცია (LVEF-14%). სტიმულატორების მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, და იმ ამფეტამინის მოხმარების შემთხვევებში, რომელთა როლი გულის უკმარისობის განვითარებაში ჯერ კიდევ არასაკმარისადაა შესწავლილი, აუცილებელია დიაგნოსტირებისთვის და კარდიოვასკულური რისკების შესაფასებლად ყოვლისმომცველი სამედიცინო ისტორიის შეგროვება. ეს საშუალებას გვაძლევს ადეკვატური და დროული ნაბიჯები გადაიდგას გულის შეუქცევადი რემოდელირების პრევენციის, მიოკარდიუმის ფუნქციის გაუმჯობესებისა და საბოლოო ჯამში პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაზრდის  მიმართულებით.

წყაროები

Bonsignore, A., Barranco, R., Morando, A., Fraternali Orcioni, G., & Ventura, F. (2019). MDMA Induced Cardio-toxicity and Pathological Myocardial Effects: A Systematic Review of Experimental Data and Autopsy Findings. Cardiovascular Toxicology, 19(6), 493–499. https://doi.org/10.1007/s12012-019-09526-9

Dominic, P., Ahmad, J., Awwab, H., Bhuiyan, Md. S., Kevil, C. G., Goeders, N. E., Murnane, K. S., Patterson, J. C., Sandau, K. E., Gopinathannair, R., Olshansky, B. (2022). Stimulant Drugs of Abuse and Cardiac Arrhythmias. Circulation: Arrhythmia and Electrophysiology, 15(1), e010273. https://doi.org/10.1161/CIRCEP.121.010273

European Union Drugs Agency (2025), European Drug Report 2025: Trends and Developments,. (2025). Publications Office of the European Union. https://doi.org/10.2810/3504283

Huang, M.-C., Yang, S.-Y., Lin, S.-K., Chen, K.-Y., Chen, Y.-Y., Kuo, C.-J., & Hung, Y.-N. (2016). Risk of Cardiovascular Diseases and Stroke Events in Methamphetamine Users: A 10-Year Follow-Up Study. The Journal of Clinical Psychiatry, 77(10), 1396–1403. https://doi.org/10.4088/JCP.15m09872

Online World Drug Report 2024—Drug market patterns and trends. (n.d.). Www.Unodc.Org. https://www.unodc.org/unodc/en/data-and-analysis/wdr2024-drug-market-trends.html

Reddy, P. K. V., Ng, T. M. H., Oh, E. E., Moady, G., Elkayam, U. (2020). Clinical Characteristics and Management of Methamphetamine‐Associated Cardiomyopathy: State‐of‐the‐Art Review. Journal of the American Heart Association, 9(11), e016704. https://doi.org/10.1161/JAHA.120.016704

Schürer, S., Klingel, K., Sandri, M., Majunke, N., Besler, C., Kandolf, R., Lurz, P., Luck, M., Hertel, P., Schuler, G., Linke, A., & Mangner, N. (2017). Clinical Characteristics, Histopathological Features, and Clinical Outcome of Methamphetamine-Associated Cardiomyopathy. JACC: Heart Failure, 5(6), 435–445. https://doi.org/10.1016/j.jchf.2017.02.017

Voskoboinik, A., Ihle, J. F., Bloom, J. E., & Kaye, D. M. (2016). Methamphetamine‐associated cardiomyopathy: Patterns and predictors of recovery. Internal Medicine Journal, 46(6), 723–727. https://doi.org/10.1111/imj.13050

Zweben, J. E., Cohen, J. B., Christian, D., Galloway, G. P., Salinardi, M., Parent, D., Iguchi, M., & Methamphetamine Treatment Project. (2004). Psychiatric Symptoms in Methamphetamine Users. The American Journal on Addictions, 13(2), 181–190. https://doi.org/10.1080/10550490490436055

ნარკოვითარების წლიური ანგარიში 2022. (2023). ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. https://justice.gov.ge/files/iz7zjVX7E2Nb.pdf

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-08-11

როგორ უნდა ციტირება

ხელაძე თ., შიოლაშვილი ვ., ლომიძე მ., & გონჯილაშვილი ნ. (2025). ამფეტამინის ტიპის სტიმულანტებთან ასოცირებული კარდიომიოპათია კლინიკური შემთხვევის განხილვა. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 9(2). Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/9268

გამოცემა

სექცია

კლინიკური შემთხვევის აღწერა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.