ავტორებისთვის

ჟურნალში დასაბეჭდად ავტორებმა უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ახალი და მანამდე სხვაგან გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომები.

ავტორებმა სტატია უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  tverulava@cu.edu.ge

შემოსულ მასალას განიხილავს ჟურნალის სარედაქციო კოლეგია. მოთხოვნილ სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში, სტატია გაივლის ანონიმურ რეცენზირებას, რომლის შედეგები ეცნობება ავტორს. რედკოლეგია უფლებას იტოვებს უარი თქვას სტატიის დაბეჭდვაზე და არ გაუგზავნოს რეცენზენტს.

რედაქციაში გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატიები იგზავნება რეცენზენტთან. რეცენზენტების ვინაობა ანონიმურია.

იმ შემთხვევაში, თუ ავტორი არ ეთანხმება რეცენზიაში გამოთქმულ შენიშვნებს, ნაშრომი შესაძლებელია გადაიგზავნოს დამატებითი რეცენზირებისთვის. სტატიის გამოქვეყნების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჟურნალის სარედაქციო კოლეგია.

სტატია მოწმდება ანტიპლაგიატის პროგრამით.

გამოქვეყნების ღირებულება

სტატიების წარდგენა, განხილვა, რედაქტირება და გამოქვეყნება ჟურნალში „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ უფასოა.

სტატიის გაფორმების წესი და ფორმატი

ტექსტი შესრულებული უნდა იყოს „ვორდ“-ის პროგრამაში, A 4-ის ფორმატში;
შრიფტი: (ქართული – Sylfaen; ინგლისური – Times New Roman);
კიდეების ზღვარი: ტექსტის ზევით-ქვევით და მარცხნივ -2სმ; ტექსტის მარჯვნივ - 2.5 სმ;
შრიფტის ზომა ძირითად ტექსტში (10.5); სტრიქონებს შორის დაშორება – 1;
სქოლიოებში (შენიშვნებში) შრიფტის ზომა – 10, სტრიქონებს შორის დაშორება – 1,0.
ცხრილებში სტრიქონებს შორის მანძილი (1.0);

ნაშრომის დანომვრა – ნაშრომი ინომრება შესავალი გვერდიდან თანმიმდევრულად არაბული ციფრებით იმავე (ტექსტის) შრიფტითა და ზომით გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში.

ნაშრომის სათაური უნდა განთავსდეს ცენტრში, გამუქებული ასოებით, შრიფტის ზომა 12,

ავტორის (ავტორების) სახელი და გვარი იწერება გვერდის მარცხენა კუთხეში, გამუქებული ასოებით, შრიფტის ზომა 11, მას უნდა მოსდევდეს ავტორის (ავტორების) სამეცნიერო ხარისხი, აკადემიური წოდება და უნივერსიტეტის დასახელება, ელფოსტა, შრიფტის ზომა 11;

აბსტრაქტი ქართულ ენაზე მოიცავს შესავალს, მეთოდოლოგიას, შედეგებს, დისკუსიას და დასკვნას, მინიმუმ 150 და მაქსიმუმ 250 სიტყვას რომელსაც უნდა მოსდევდეს მაქსიმუმ 6 საკვანძო სიტყვა, დახრილი ასოებით, ’’საკვანძო სიტყვები’’ გამუქებული ასოებით, ტექსტიდან 1 ინტერვალით დაშორებული, შრიფტის ზომა 11.

ჟურნალი ორენოვანია (ქართული და ინგლისური). ქართულ ენაზე დაწერილ სტატიას თან უნდა ახლდეს აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე იმავე მოცულობით (მინიმუმ 150 და მაქსიმუმ 250 სიტყვა). აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე მოიცავს ნაშრომის სათაურს, ავტორის (ავტორების) სახელი და გვარი, სამეცნიერო ხარისხი, აკადემიური წოდება და უნივერსიტეტის დასახელება, ელფოსტა, შრიფტის ზომა 11; ინგლისურ ენაზე დაწერილი სტატია არ საჭიროებს აბსტრაქტს ქართულ ენაზე.

სტატიის ძირითადი ნაწილი შრიფტის ზომა 11, სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,15.

საილუსტრციო მასალა (გამოსახულებები, ცხრილები, ფოტოები, დიაგრამები, დანართები) ძირითად ტექსტში უნდა განთავსდეს მათი მითითების ადგილზე, თუ იქ ადგილი არასაკმარისია, შეიძლება მომდევნო გვერდზე. წარმოდგენილი უნდა იყოს – JPG ან PNG ფორმატში და უნდა მიეთითოს ტექსტში თანმიმდევრულად, მაგ. ცხრილი 1; ცხრილი 2; ან დიაგრამა 1, დიაგრამა 2, ან დანართი ა, დანართი ბ და ა.შ; ცხრილებს, გრაფიკებს და სქემებს უნდა ჰქონდეს დასახელება და ნუმერაცია:

ცხრილები – სათაური ცხრილის თავზეა წარმოდგენილი;

დიაგრამები – სათაური დიაგრამის ქვევითაა წარმოდგენილი;

დანართები – უნდა განთავსდეს ახალ გვერდზე ნაშრომის ბოლოს გამოყენებული ლიტერატურის შემდეგ.

 

ციტირების სტილი

ავტორი ვალდებულია, დაიცვას ჟურნალის ციტირების სტილი.

ლიტერატურის შიდატექსტური ციტირებისას (დამოწმებისას) ტექსტში მიეთითება ავტორის გვარი, გამოცემის წელი (ქართულისა ქართულ ენაზე, უცხოურისა უცხოურ ენაზე). მაგ. (ვერულავა, 2021).

ერთი ავტორის ერთსა და იმავე წელს გამოცემული რამდენიმე წიგნის მითითებისას გამოიყენება ანბანური რიგი, მაგალითად: ვერულავა, 2021ა; ვერულავა, 2021ბ.

ყოველი წყარო, რომელიც აღნიშნულია ნაშრომში შიდა ტექსტური ციტირების წესით, აუცილებლად უნდა იყოს მოხსენებული ნაშრომის ბოლოს გამოყენებული ლიტერატურის გვერდზეც;

გამოყენებული ლიტერატურა არ ინომრება.

გამოყენებული ლიტერატურა ანბანური პრინციპით ლაგდება, (ჯერ ეთითება ქართული, შემდეგ უცხო ენოვანი წყაროები და ინფორმაცია ელექტრონული გამოცემების შესახებ).

ბიბლიოგრაფიაში მითითებული თითოეული ერთეული შემდეგი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი:

წიგნი

წიგნი ერთი ავტორით. გვარი, სახელის ინიციალი. (წელი). წიგნის სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა.

ვერულავა, თ. (2021). პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში. თბილისი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

Verweire, K. (2014). Strategy implementation. New York: Routledge

წიგნი ორი ან სამი ავტორით. თითოეული ავტორის გვარი, სახელი. (წელი). წიგნის სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა.

ვერულავა, თ., ჯორბენაძე, რ. (2018). ჯანდაცვის სისტემა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921). თბილისი: ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრი.

Bodenheimer, T., Grumbach K. (2020). Understanding Health Policy: A Clinical Approach. New York: McGraw Hill.

ვერულავა, თ., შენგელია, კ., მახარაშვილი, გ. (2022). COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების გამოწვევები. თბილისი: კავკასიის უნივერსიტეტი.

წიგნი რედაქტორით. ავტორის პოზიციაზე რედაქტორის გვარი, სახელის ინიციალი. გასწვრივ ყოველთვის მიუთითეთ სიტყვა – რედ. (წელი). წიგნის სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა.

გაფრინდაშვილი, ლ. რედ. (2005). გენდერი, კულტურა, თანამედროვეობა. თბილისი: კავშირი “ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის”.

წიგნი ავტორით და რედაქტორით. გვარი, სახელის ინიციალი, წელი, სათაური, რედაქტორის სახელი, გვარი, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა.

რუსთაველი, შ. (1953). ვეფხისტყაოსანი. პავლე ინგოროყვას რედაქციით და შენიშვნებით. თბილისი: საბჭოთა მწერალი.

წიგნი ორგანიზაციის ავტორობით. ორგანიზაცია (ავტორად მიუთითეთ იმ შემთხვევაშიც, თუ ის სახელდება, როგორც მხოლოდ გამომცემელი). (წელი). წიგნის სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა.

ლიტერატურის მუზეუმი. (2018). ცისფერყანწელები. მიმოწერა, წიგნი I. თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი.

წიგნი ავტორის გარეშე. სათაური. (წელი). გამოცემის ადგილი: გამომცემლობა.

ქართული მწერლობა. (1984). ლექსიკონი-ცნობარი, წიგნი I. თბილისი: განათლება.

ნათარგმნი წიგნი. გვარი, სახელი. (წელი). სათაური. მთარგმნელის სახელი, გვარი. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა.

ტულჩინსკი, თ., ვარავიკოვა, ე. (2012). ახალი საზოგადოებრივი ჯანდაცვა. მთარგმნელთა ჯგუფი. თბილისი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

თავი ან სხვა ნაწილი წიგნიდან, რომელსაც რამდენიმე ავტორი ჰყავს. გვარი, სახელი. (წელი). თავის (ნაწილის) სათაური, წიგნის სათაური. რედაქტორი, თავის (ნაწილის) გვერდების საერთო რაოდენობა, გამოცემის ადგილი: გამომცემლობა.

ვერულავა, თ. (2016). “ჯანდაცვის ეკონომიკის საფუძვლები, ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოდელები, სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მეთოდები, სამედიცინო ორგანიზაციების ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების თავისებურებები”, წიგნში საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი. გერზმავა, ო., 124-186. თბილისი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

სტატია

სტატია  სამეცნიერო ჟურნალიდან. გვარი, სახელი. (წელი).  სათაური. ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, წელი, გვერდების საერთო მოცულობა.

ვერულავა, თ. (2017). სამედიცინო ბაზარი: არსი, სპეციფიკა, სტიმულები. ეკონომიკა და ბიზნესი 10 (4):73-90

ჯორბენაძე, ა., ვერულავა თ. (2021). დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) საავადმყოფოს დაფინანსების მეთოდი და 1995 წლის ჯანდაცვის რეფორმები. ეკონომისტი 17(4): 31-41.

ვერულავა, თ., შენგელია, კ., მახარაშვილი გ. (2021). COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების გამოწვევები. ეკონომისტი, 13(1): 67-85.

 სტატია პოპულარული/პერიოდული  ჟურნალიდან. გვარი, სახელი, წელი,  სტატიის სათაური. ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, თარიღი,  გვერდების საერთო რაოდენობა.

ვერულავა, თ., ნაროზაშვილი, ნ. (2021). ტელემედიცინა – XXI საუკუნის ჯანდაცვის გამოწვევა. Forbes Georgia. 7(65): 28-31.

მასალა გაზეთიდან. გვარი, სახელი, წელი,  სათაური, გაზეთის სახელწოდება, ნომერი, თარიღი.

ვერულავა, თ., ჯორბენაძე, ა. (2022). სახელმწიფო იწყებს საავადმყოფოს დაფინანსების ახალი მეთოდის დანერგვას. რეზონანსი, 6(254), 17 აგვისტო.

მასალა ინტერნეტიდან

ელექტრონული წიგნი. გვარი, სახელი, წელი,  სათაური,  წიგნი, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, URL მისამართი (არსებობის შემთხვევაში, DOI-ს შემცველი URL მისამართი) ან ბაზის სახელი, საიდანაც  მოძიებულია წიგნი (იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ელექტრონულ რესურს არ აქვს URL მისამართი).

გოგოლაძე, ლ., ვერულავა, თ., კაჭკაჭიშვილი, ი., კონცელიძე, ო. (2019). პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები საქართველოში ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მაგალითზე. ევროკავშირი საქართველოსათვის. https://www.asocireba.ge/files/Chemi-Imereti-2019-Primary-Healthcare.pdf

სამეცნიერო ჟურნალის სტატია. გვარი, სახელი, წელი,  სტატიის სათაური. ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, გვერდები საერთო მოცულობა, DOI ან  DOI–ს შემცველი URL  მისამართი, არარსებობის შემთხვევაში  მხოლოდ URL   მისამართი ან  მონაცემთა ბაზის სახელი.

Verulava, T. (2022). Factors influencing medical students’ choice of family medicine. Family Medicine & Primary Care Review. 2022;24(1):66-70. doi:10.5114/fmpcr.2022.113017

Verulava, T., Jorbenadze, R. (2022). The impact of part-time employment on students’ health: A Georgian Case. Malta Medical Journal 34(1):50-57. https://www.um.edu.mt/library/oar/bitstream/123456789/91260/1/MMJ34%281%29A6.pdf

პოპულარული/პერიოდული  ჟურნალების  სტატიები. გვარი, სახელი, წელი,  სტატიის სათაური. ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, თარიღი, გვერდების საერთო რაოდენობა.  ამ ტიპის ჟურნალის სტატიას, თუ ის ინტერნეტით არის მოძიებული, უნდა მიეთითოს  URL მისამართი. ასეთი მისამართის არარსებობის შემთხვევაში –  მონაცემთა ბაზის სახელი.

ვერულავა, თ. ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა ბრუნდება? Forbes Georgia. 3 (15), 15/07/2021: 12-16.

ვებგვერდი (ვებგვერდის შინაარის შემთხევავში). ვებგვერდის სახელწოდება, წელი,  მასალის სათაური,  ატვირთვის ან მოძიების თარიღი, URL მისამართი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი. 2021. სტაციონარული სერვისები ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში: სახელმწიფო ზედამხედველობის გარეშე. მოძიებულია 11.13.2022

https://socialjustice.org.ge/ka/products/statsionaruli-servisebi-fsikikuri-janmrtelobis-programashi-sakhelmtsifo-zedamkhedvelobis-gareshe

კონფერენციის/ სიმპოზიუმის გამოქვეყნებული  მასალები. გვარი, სახელი, წელი,  სათაური, კონფერენციის/სიმპოზიუმის სახელწოდება, გვერდების საერთო მოცულობა. გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, URL მისამართი (თუ მასალა მოძიებულია ელექტრონული რესურებიდან).

ვერულავა, თ. (2019). საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევების გადაწყვეტის გზები. IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” შრომების კრებული: 137-143. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

დისერტაცია. ავტორი (გვარი, სახელი),  სათაური, დისერტაციის ტიპი,  დაცვის ადგილი, წელი. URL მისამართი (თუ მასალა მოძიებულია ელექტრონული რესურებიდან).

ვერულავა, თ. (1999) სამედიცინო დახმარების ანაზღაურების მეთოდების კომპლექსური შეფასება. დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ნებისმიერი ინტერნეტ წყაროს მითითებისას დაურთეთ ამ წყაროზე უკანასკნელად წვდომის თარიღი. წვდომის თარიღი მიუთითეთ URL მისამართის ან მუდმივი იდენტიფიკატორის შემდეგ და ჩასვით ფრჩხილებში.

მაგ.: (16.08.2010)  (წვდომის თარიღი 2010 წლის 16 აგვისტო).  (accessed August 16, 2010)

 

 

***

საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული მისამართი:

საკონტაქტო ნომერი: 577 28 48 49

ელ. ფოსტა:  tverulava@cu.edu.ge