ბავშვთა იმუნიზაციის შესახებ დედების ცოდნა და დამოკიდებულებები, არასრული იმუნიზაციის მიზეზები

ავტორები

  • თენგიზ ვერულავა ბიზნესის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მარიამ ჯაიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

იმუნიზაცია, ბავშვთა იმუნიზაცია, ინფექციური დაავადებები, პრევენცია

ანოტაცია

შესავალი. იმუნიზაცია და ვაქცინაცია პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სისტემაა, რომელიც მიმართულია ინფექციური დაავადებების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისაკენ. კვლევის მიზანია დედების ცოდნის დონისა და დამოკიდებულებების, გამოცდილებების განსაზღვრა იმუნიზაციასთან დაკავშირებით. მეთოდოლოგია. რაოდენობრივი, ჯვარედინ-სექციური კვლევის ფარგლებში წინასწარ შედგენილი სტრუქტურირებული, თვითადმინისტრირებადი კითხვარის მეშვეობით ჩატარდა 188 დედის გამოკითხვა, რომლებსაც ყავთ 5 წლამდე შვილი. შედეგები. დედების უმრავლესობას (97%) აქვს დადებითი დამოკიდებულება იმუნიზაციასთან მიმართებით. მათი აზრით, ვაქცინაციას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დაავადებების პრევენციაში. თუმცა, გამოკითხულთა 32%-ს არ აქვს საკმარისი ცოდნა პროფილაქტიკური აცრების კალენდარის შესახებ, რა ასაკში რომელ ინფექციებზე კეთდება ვაქცინაცია. ბავშვების 64%-ს ჩატარებული აქვს სრული, ხოლო 36%-ს არასრული ვაქცინაცია.
არასრულყოფილი ვაქცინაციის ძირითადი მიზეზებია დედის ნაკლები განათლება პროფილაქტიკური აცრების კალენდარის შესახებ (25,5%), აცრის მეორე ან მესამე დოზის საჭიროებასთან მიმართებით ნაკლები ინფორმირებულობა (18.6%), პოსტვაქცინაციის გართულებების შიში (16%). მშობლების მოუცლელობა (10.1%), ბავშვის ავადმყოფობა (9.6%). ბავშვთა ვაქცინაციაზე გავლენას ახდენენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დედის განათლება და დასაქმება, ბავშვების რაოდენობა. სრული იმუნიზაცია უფრო მეტად აქვთ ჩატარებული უმაღლესი განათლების მქონე და უმუშევარი დედების შვილებს. პირველ ბავშვზე სრული იმუნიზაცია შედარებით ნაკლებია, ვიდრე მეორე და მესამე ბავშვზე, რაც ცხადყოფს დედის განათლების, ცნობიერების და გამოცდილების დადებით გავლენას იმუნიზაციის სტატუსზე. იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციის ყველაზე მთავარ წყაროდ დასახელდა სამედიცინო პერსონალი (49.5%), შემდეგ ინტერნეტ-რესურსები (21.3%). დასკვნა. საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობისათვის იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, საჯარო განათლების გაძლიერება, ტრენინგების ჩატარება სამედიცინო პროფესიონალებისათვის. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით სასურველია გააქტიურდეს კამპანიები იმუნიზაციის დადებითი მხარეების გაცნობის მიზნით.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-02

როგორ უნდა ციტირება

ვერულავა თ., & ჯაიანი მ. (2019). ბავშვთა იმუნიზაციის შესახებ დედების ცოდნა და დამოკიდებულებები, არასრული იმუნიზაციის მიზეზები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 3. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6382

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2 3