ღირებულებითი და სამშვიდობო განათლების ევროპული გამოცდილების ინტეგრირება კავკასიის უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების პროგრამაში

ავტორები

  • მაია ზიბზიბაძე ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი
  • ალუდა გოგლიჩიძე ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

დილემა, სამშვიდობო განათლება, ღირებულებითი განათლება, VaKE, Erasmus+, ევროკავშირი

ანოტაცია

შესავალი: გლობალიზაციისა და ციფრული ინფორმაციის ეპოქაში ღირებულებებზე ორიენტირებული, დემოკრატიულად მოაზროვნე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება უმაღლესი განათლების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ნაშრომში გაანალიზებულია PROVE პროექტის („ღირებულებითი განათლების პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“) გამოცდილება. პროექტი შემუშავდა ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის „უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების“ (CBHE) მიმართულების ფარგლებში და მიზნად ისახავს ღირებულებებისა და მშვიდობის განათლების ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიაში. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უფრო ფართო კონტექსტში ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცესთან აკადემიური და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებაში, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ევროპული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საერთო ღირებულებების დანერგვისა და ინტეგრირების ხელშეწყობაში. მეთოდები. საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ნაშრომში წარმოდგენილია VaKE მეთოდოლოგიის, როგორც PROVE პროექტის ძირითადი კომპონენტის, დანერგვის ანალიზი კავკასიის უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამაში. შედეგები. ღირებულებითი განათლების გაძლიერების მიზნით, პროექტის ფარგლებში განახლდა კურიკულუმი, რაც მოიცავდა როგორც დამოუკიდებელი კურსის შემუშავებას, ისე VaKE-ის დიდაქტიკური ელემენტების ინტეგრირებას არსებულ პედაგოგიკურ დისციპლინებში. გაძლიერდა აკადემიური პერსონალის კომპეტენციები ღირებულებითი განათლების მიმართულებით, შემუშავდა სასწავლო მოდულები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლებისთვის და დაიგეგმა სტუდენტების მიერ წარმართული სათემო აქტივობები. დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ VaKE მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, პირველადი დაკვირვებების შედეგები ცხადყოფს მის მნიშვნელოვან პედაგოგიურ პოტენციალს უმაღლესი განათლების სფეროში. აღნიშნული მეთოდოლოგია ხელს უწყობს შემსწავლელთა მიერ რეალური ეთიკური დილემების გააზრებასა და კრიტიკულ გაანალიზებას, არგუმენტაციისა და კონსტრუქციული დიალოგის უნარების განვითარებას, განსხვავებული შეხედულებებისადმი პატივისცემისა და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ამასთანავე, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომავალი პედაგოგების ღირებულებითი ცნობიერების გაღრმავებისა და მათი პროფესიული ეთიკის ფორმირების პროცესში.

ლიტერატურა / წყაროების მითითება

Consortium of European and South Caucasian Higher Education Institutions. (2026). Proektis “ghirebulebiti ganatlebis khelshetsqoba samkhret kavkasiis umaghles saganmanatleblo datsesebulebebi” (PROVE) masalebi [Materials of the project "Promoting Values Education in Higher Education Institutions of the South Caucasus" (PROVE)].

Ministry of Education, Science and Youth of Georgia. (2026). Erovnuli sastsavlo gegma [National curriculum]. Legislative Herald of Georgia. https://matsne.gov.ge/ka/document/view/6991272

Patry, J.-L., & Weyringer, S. (2022). Theory, prototype, and variations. In S. Weyringer, J.-L. Patry, D. Pnevmatikos, & F. B. Børhaug (Eds.), The VaKE handbook: Theory and practice of values and knowledge education (pp. 12–42). Brill.

Patry, J.-L., Weinberger, A., Weyringer, S., & Nussbaumer, M. (2013). Combining values and knowledge education (VaKE). In B. J. Irby, G. Brown, R. Lara-Alecio, & S. Jackson (Eds.), The handbook of educational theories (pp. 561–580). Information Age Publishing.

Shaverdashvili, E., & Mosiashvili, T. (2018). Tsodna da ghirebulebiti ganatleba VaKE-modelis gamoyenebit [Knowledge and values education using the VaKE model]. Ilia State University.

Weyringer, S., & Patry, J.-L. (2022). Tools and techniques used in VaKE. In S. Weyringer, J.-L. Patry, D. Pnevmatikos, & F. B. Børhaug (Eds.), The VaKE handbook: Theory and practice of values and knowledge education (pp. 67–77). Brill.

Weyringer, S., & Pnevmatikos, D. (2022). How to write a dilemma story. In S. Weyringer, J.-L. Patry, D. Pnevmatikos, & F. B. Børhaug (Eds.), The VaKE handbook: Theory and practice of values and knowledge education (pp. 57–66). Brill.

Weyringer, S., Patry, J.-L., Pnevmatikos, D., & Børhaug, F. B. (2022). What is VaKE? In S. Weyringer, J.-L. Patry, D. Pnevmatikos, & F. B. Børhaug (Eds.), The VaKE handbook: Theory and practice of values and knowledge education (pp. 3–11). Brill.

გამოქვეყნებული

2026-11-29

ციტირების წესი

ზიბზიბაძე მ., & გოგლიჩიძე ა. (2026). ღირებულებითი და სამშვიდობო განათლების ევროპული გამოცდილების ინტეგრირება კავკასიის უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების პროგრამაში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 10((დამატება / Supplement). Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/12452