ჟურნალის შესახებ

ჟურნალი ”ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია” რეფერირებადი, საერთაშორისო, ორენოვანი, ღია წვდომის, ინტერდისციპლინური,  პერიოდული სამეცნიერო გამოცემაა და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • ჯანდაცვის პოლიტიკა;
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა;
  • სადაზღვევო საქმე;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჯანდაცვის სოციოლოგია;
  • ეკონომიკის სოციოლოგია;
  • პოლიტიკური მეცნიერებები;
  • განათლების სისტემები და საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  • ფსიქოლოგია;
  • მედიცინა.

ჟურნალის მთავარი მიზნებია:

  • სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევათა დონის ამაღლება და განვითარება, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია;
  • ახალგაზრდა მკვლევრებისა და მეცნიერებისათვის ხელის შეწყობა მათი სამეცნიერო შესაძლებლობების გამოვლენაში, პერსონალური ციტირების ინდექსის მაჩვენებლის ამაღლება; 
  • უახლესი სამეცნიერო ინფორმაციის პუბლიკაციისა და სამეცნიერო წრებრუნვაში ჩართვის დაჩქარება;
  • საინტერესო იდეებისა და კვლევითი საკითხების მიწოდება დაინტერესებული საზოგადოებისათვის;
  • სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და
    მის ფარგლებს გარეთ აღნიშნულ სფეროებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ჟურნალს აქვს ციფრული არქივირების პოლიტიკა. ჟურნალი დაარქივებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

”ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია” სარგებლობს Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით (CC BY 4.0) https://creativecommons.org 

სტატიების შემოწმება ხდება პლაგიატის ამოცნობის პროგრამით Turnitin, რომელიც ინტეგრირებულია Moodle-თან (Turnitin + Moodle).

სტატიების წარდგენა, განხილვა, რედაქტირება და გამოქვეყნება ჟურნალში „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ უფასოა.

რეცენზირებისა და გამოქვეყნების პროცესი

რეცენზირების ჩვეულებრივი პერიოდი დაახლოებით 4–6 კვირაა. თუმცა რეცენზირების ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს რეცენზენტთა ხელმისაწვდომობის, ხელნაწერის სირთულისა და საჭირო შესწორებების მოცულობის მიხედვით.

ჟურნალი „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ იყენებს უწყვეტი გამოქვეყნების მოდელს და წელიწადში ორ ნომერს გამოსცემს.

მიღებული სტატიები ქვეყნდება ონლაინ ინდივიდუალურად, რეცენზირების, საბოლოო მიღების, რედაქციული დამუშავებისა და ტექნიკური მომზადების დასრულებისთანავე, ისე, რომ არ არის საჭირო ნომრისთვის განკუთვნილი ყველა სტატიის მომზადების დასრულების დალოდება. ახლად გამოქვეყნებული სტატიები ეტაპობრივად ემატება შესაბამის მიმდინარე ნომერს. მიმდინარე ნომრის დასრულების შემდეგ იხსნება მომდევნო ნომერი და ახალი სტატიების გამოქვეყნება გრძელდება იმავე უწყვეტი გამოქვეყნების პრინციპით.

თითოეული სტატიის გამოქვეყნების თარიღად მიეთითება ის ფაქტობრივი თარიღი, როდესაც სტატიის საბოლოო, ოფიციალური ვერსია ონლაინ ქვეყნდება.

.

ინფორმაცია ინდექსირების შესახებ

საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი „ჯანმრთელობის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ ინდექსირებულია

ყველა გამოქვეყნებულ სტატიას მინიჭებული აქვს ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (Digital Object Identifier - DOI) - CrossRef.