დედების დამოკიდებულება იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით განსაზღვრული პროფილაქტიკური აცრების შესახებ საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.52340/healthecosoc.2024.08.02.02საკვანძო სიტყვები:
საქართველო, პრევენცია, ინფექციური დაავადებები, ბავშვთა იმუნიზაცია, ვაქცინაციაანოტაცია
შესავალი: იმუნიზაცია წარმოადგენს ინფექციური დაავადებების პრევენციის საუკეთესო გზას. საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთ გამოწვევას მიეკუთვნება რუტინული ვაქცინაციით მოცვის 95%-იანი მაჩვენებლის შენარჩუნება, რომელზეც პირდაპირპროპორციულად აისახება მოსახლეობისა და განსაკუთრებით მშობლების ინფორმირებულობა. კვლევის მიზანია დედების დამოკიდებულების შესწავლა იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით განსაზღვრული პროფილაქტიკური აცრების შესახებ, ამ დამოკიდებულების განმაპირობებელი ფაქტორების და იდენტიფიცირებული სირთულეების დაძლევის გზების ძიება. მეთოდოლოგია: თვისობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა მშობლების და ექიმ-პედიატრების გამოკითხვა. შედეგები, დისკუსია: კვლევამ აჩვენა, რომ იმუნიზაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალია და საჭიროებს მიზანმიმართული აქტივობების განხორციელებას. ვაქცინაციის გვერდით მოვლენებსა და იმუნიზაციის ქცევას შორის მჭიდრო კავშირია, ვინაიდან სწორედ გვერდითი მოვლენები ახდენენ ზეგავლენას მშობლების გადაწყვეტილებებზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებელზე. დასკვნა: ვაქცინაციის მიმართ შიში უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია უცოდინრობით, შესაბამისად, პრობლემის დაძლევა უნდა დავიწყოთ მართებული ინფორმაციის მიწოდებით, ვინაიდან ვაქცინაციაზე უარის თქმის ძირითად მიზეზი არის არასწორი ინფორმაცია და კომუნიკაციის ნაკლებობა.
წყაროები
გაეროს ბავშვთა ფონდი, & ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი N. (2016). მოსახლეობის ცოდნის დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესწავლა იმუნიზაციასთან მიმართებაში 2016.
ვერულავა თ, ჯაიანი მ. (2019). იმუნიზაციის შესახებ დედების ცოდნისა და დამოკიდებულებების კვლევა. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 3:1–23. https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6382
ნიჟარაძე დ. (2023). სტუდენტთა ცოდნისა და დამოკიდებულებების კვლევა COVID-19 ვაქცინაციის მიმართ. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 7(1). https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6814
პირადაშვილი ნ., ტაბიძე ბ. (2023). გრიპის და რესპირატორული ვირუსის ეპიდემიოლოგიური მახასიათებლები ბავშვებში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 7(1). https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6606
სამყურაშვილი ლიანა, & გოგონაია ირინა. (2021). ინფექციური დაავადებები და მათი მკურნალობა ქართულ წერილობით წყაროებში. 0–2.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. (2017). იმუნიზაციის კვლევა საქართველოში (p. 76).
საქართველოს მთავრობა. (2011). 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები. http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=63
შენგელია მ. (2022). Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისადმი უნდობლობა: აცრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ბარიერები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 6. https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6305
Chikovani I, Foundation CI, Imnadze P, General D, Jabidze L. (2021). Country Case Study : Lessons Learned from Georgia ’ s Experience Transitioning from Gavi Support. Curatio International Foundation. https://www.linkedimmunisation.org/wp-content/uploads/2021/10/Georgia-Transition-Case-Study-final.pdf
Filia A, Bella A, D’Ancona F, Fabiani M, Giambi C, Rizzo C, Ferrara L, Pascucci MG, Rota MC. (2019). Childhood vaccinations: Knowledge, attitudes and practices of paediatricians and factors associated with their confidence in addressing parental concerns, Italy, 2016. Eurosurveillance, 24(6). https://doi.org/10.2807/1560-7917.ES.2019.24.6.1800275
Kuznetsova L, Cortassa G, Trilla A. (2021). Effectiveness of mandatory and incentive-based routine childhood immunization programs in europe: A systematic review of the literature. Vaccines, 9(10), 1–30. https://doi.org/10.3390/VACCINES9101173
Zoidze A. (2016). Draft Report on Immunization Assessment Module of HFSA. Curatio International Foundation.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
This journal provides immediate open access to its content on the principle that making research freely available to the public supports a greater global exchange of knowledge.
Articles published in the Health Policy, Economics and Sociology are licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International (CC BY 4.0) License. You are free to share and adapt the material for any purpose, even commercially, provided you give appropriate credit to the original author(s) and the source.
ჟურნალი უზრუნველყოფს დაუყოვნებელ ღია წვდომას მის შინაარსზე იმ პრინციპით, რომ კვლევის შედეგების საჯაროდ ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ცოდნის გლობალურ გაცვლას.
ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები ვრცელდება Creative Commons Attribution 4.0 International (CC BY 4.0) ლიცენზიით. თქვენ უფლება გაქვთ გაავრცელოთ ან გამოიყენოთ მასალა ნებისმიერი (მათ შორის კომერციული) მიზნით, იმ პირობით, რომ მიუთითებთ ავტორ(ებ)ს და პირველწყაროს.








