ოჯახის ექიმთან მიმართვიანობის პრობლემები საქართველოში

ავტორები

  • თენგიზ ვერულავა მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი
  • დალი ბერუაშვილი ბიზნესის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმი, საოჯახო მედიცინა

ანოტაცია

შესავალი. პირველადი ჯანდაცვის ადექვატური უტილიზაცია პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჯანდაცვის დანახარჯების ეფექტურობაზე. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ოჯახის ექიმთან მიმართვიანობა სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია. კვლევის მიზანია საქართველოში ოჯახის ექიმთან მიმართვიანობის პრობლემების შესწავლა. მეთოდოლოგია. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარით გამოკითხულ იქნა 20 ოჯახის ექიმი და 300 ბენეფიციარი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში. შედეგები. კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახის ექიმებთან მიმართვიანობა დაბალია, რაც განპირობებულია მათ მიმართ უნდობლობით, დაბალი ინფორმირებულობით ოჯახის ექიმის კომპეტენციების შესახებ. არაადექვატური ანაზღაურების გამო ოჯახის ექიმებს არ აქვთ სათანადო მომსახურების ჩატარების საკმარისი მოტივაცია. უწყვეტი პროფესიული განათლების სათანადო სისტემის განუვითარებლობა ნეგატიურად ზემოქმედებს პროფესიულ განვითარებაზე. დასკვნა, რეკომენდაცია.
მიზანშეწონილია პირველადი ჯანდაცვის სისტემის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება, ოჯახის ექიმთა ანაზღაურების ეფექტური მეთოდების დანერგვა, უწყვეტი პროფესიული განათლების როლის და ხელმისაწვდომის გაზრდა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-02

როგორ უნდა ციტირება

ვერულავა თ., & ბერუაშვილი დ. (2019). ოჯახის ექიმთან მიმართვიანობის პრობლემები საქართველოში . ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 3. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6378

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2 3