ჯანდაცვის სისტემის წარმატებული რეფორმები: თურქეთის მაგალითი

ავტორები

  • გიორგი მიქიაშვილი მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი
  • თენგიზ ვერულავა მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-8110-5485

საკვანძო სიტყვები:

თურქეთის ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა

ანოტაცია

შესავალი. აბორტი  დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში კვლავაც რჩება ხშირად მოთხოვნად სამედიცინო სერვისად, რომელზეც გავლენას ახდენენ სოციალური ფაქტორები. კვლევის მიზანია კორელაციის გამოვლენა აბორტის მაჩვენებელსა და სხვადასხვა სახის სოციალურ დეტერმინანტს შორის საქართველოში და აბორტის მიმართ ქალთა ცოდნა-დამოკიდებულების შეფასება. მეთოდოლოგია. რაოდენობრივი კვლევის მეთოდის ფარგლებში წინასწარ შედგენილი კითხვარის საშუალებით, გამოკითხულ იქნა შემთხვევითი შერჩევის წესით შერჩეული  რეპროდუქციული ასაკის ქალბატონები. კვლევის ობიექტად შერჩეულ იქნა რეპროდუქციული ასაკის (18-49 წელი) ქალბატონები. შედეგები. აბორტის მაჩვენებელზე გავლენას ახდენენ ისეთი სოციალური დეტერმინანტები, როგორიცაა, შემოსავლის დონე, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა (გეოგრაფიული, ფინანსური, კულტურული, ლინგვისტური და სხვ), განათლება, საცხოვრებელი გარემო. რეპროდუქციული ასაკის ქალბატონები არასაკმარისად არიან ინფორმირებულნი აბორტის უარყოფითი მხარეების შესახებ. ქალთა დამოკიდებულება აბორტის ოპერაციის მიმართ საკმაოდ ლოიალურია. რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმვის სერვისების მიწოდების კულტურის ამაღლება, სამედიცინო პერსონალისა და სახელმწიფოს ჩართულობის გაზრდა აბორტის შემდგომი შესაძლო გვერდითი მოვლენებისა და გართულებების შესახებ რეპროდუქციული ასაკის ქალთა ცნობიერების და განათლების დონის ამაღლებაში.  სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების მიცემა სკოლის ასაკიდანვე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-07

როგორ უნდა ციტირება

მიქიაშვილი გ., & ვერულავა თ. (2021). ჯანდაცვის სისტემის წარმატებული რეფორმები: თურქეთის მაგალითი . ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 5. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6421

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2 3 > >>