მზრუნველობამოკლებული მოზარდების პრობლემები თავშესაფრის დატოვების შემდეგ

ავტორები

  • ბექა კუტივაძე მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ირინა ლურსმანაშვილი მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თენგიზ ვერულავა ბიზნესის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მინდობით აღზრდა, თავშესაფარი

ანოტაცია

შესავალი. თავშესაფრების დატოვების შემდეგ მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდებს ექმნებათ სხვადასხვა პრობლემები, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ბინის მოძიებასთან, დასაქმებასთან. კვლევის მიზანია სრულწლოვანი ასაკის მიღწევისას თავშესაფრების დატოვების შემდეგ მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების პრობლემების შესწავლა. მეთოდოლოგია. თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა მზრუნველობამოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდების და სოციალური მუშაკების სიღრმისეული ინტერვიუ. შედეგები, დასკვნა. მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს თავშესაფრის დატოვების შემდეგ უწყდებათ სახელმწიფო დახმარება, რის გამოც დგანან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფსიქოლოგიური გამოწვევების წინაშე. ასეთ მოზარდთა მეტი წილი ვერ უბრუნდება ოჯახს და აქვთ არასტაბილური საცხოვრისის, დასაქმების, საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ერთობლივი ძალისხმევით მათზე ზრუნვის გაგრძელება, სხვადასხვა პროფესიული ტრენინგების ჩატარება, საზოგადოებაში ინტეგრაციის სხვადასხვა პროგრამების შემუშავება, დასაქმების ხელშეწყობა

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-03

როგორ უნდა ციტირება

კუტივაძე ბ., ლურსმანაშვილი ი., & ვერულავა თ. (2019). მზრუნველობამოკლებული მოზარდების პრობლემები თავშესაფრის დატოვების შემდეგ. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 3. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6379

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 > >>